დასახელება:
ღვინის მაღაზია-ბარის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
დივაინი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"The Wine • დივაინი" კომპანია "თბილღვინოს" პროექტია და არის პრემიალური ღვინის მაღაზია, რომელიც გთავაზობთ საგულდაგულოდ შერჩეულ ექსკლუზიურ ღვინოებს მსოფლიოს წამყვანი რეგიონებიდან. ჩვენი კოლექციები აერთიანებს იტალიის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების გამორჩეულ ღვინოებს.
ჩვენი მისიაა, პრემიალური ღვინო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა გემოვნებიანი მომხმარებლისთვის საქართველოში, როგორც ონლაინ ასევე ჩვენი მაღაზია-ბარის საშუალებით.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.thewine.ge
"The Wine • დივაინი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზია-ბარის კონსულტანტის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა - 2
ძირითადი ამოცანები:
** მაღაზია-ბარის მომხმარებლების მიღება, კონსულტირება და შეკვეთების მიღება
** მაღაზია-ბარის მომხმარებლების შეკვეთების მომზადება და გამასპინძლება
** მაღაზია-ბარის მართვის სისტემაში ყოველდღიური ოპერაციების გატარება
** მაღაზია-ბარში არსებული ტექნიკური მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია
** სანიტარულ-ჰიგიენური, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების შესრულება
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აკადემიური ან/და პროფესიული გამოცდილება ღვინის გაყიდვების სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია საოფისე პროგრამებისა და კაფე-ბარების მართვის ციფრული სისტემების ცოდნა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათამდე, 1 ან 2 დასვენების დღით, ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** საერთაშორისოდ აღიარებული პრემიალური ღვინოების შესახებ ტრენინგებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
"თბილღვინოსა" და "The Wine • დივაინის" გუნდი წარმატებას გისურვებთ!
"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".
სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|