Робота для біженців з України
რეზერვაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოპ ტური
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ტურისტული კომპანია "Top Tour Georgia" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ტურ პაკეტების შედგენა;
** ტურ პაკეტების გაყიდვა;
** გაყიდული ტურების სატრანსპორტო საშუალებების და გიდების რეზერვაცია;
** გაყიდული ტურების აქტივობების რეზერვაცია;
** გაყიდული ტურების რესტორნების რეზერვაცია ;
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება;
** რეზერვაციების ბაზის ყოველდღიური შემოწმება-განახლება;
** აეროპორტის ტრანსფერების (დახვედრა-გაცილებების) ყოველდღიური გადამოწმება-ინფორმირება-ორგანიზება;
** გიდების, მძღოლების მონაცემების შეგროვება, კონტრაქტების გაფორმება და სისტემაში შეყვანა-განახლება-რეგისტრირება;
** ვიზიტორების, მძღოლების და გიდებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ტურის დეტალების, მსვლელობის და შესაძლო ცვლილებების შესახებ;
** სტუმრის მხრიდან გადახდების უზრუნველყოფა;
** მიმდინარე ტურებზე თვალყურის დევნება და ჩატებზე პასუხი;
** არსებულ ჯავშნებზე და სავარაუდო შეკვეთებზე თვალყურის დევნება და სტატუსის განახლება;
** ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება, რომელიც შეიძლება მოითხოვოს გენერალურმა ან ოპერაციულმა მენეჯერმა;
** დაიცვას ორგანიზაციის ღირებულება კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office-ის ცოდნა აუცილებელია.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: contact@toptourgeorgia.com და nino@toptourgeorgia.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე