Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643214&print=yes&view=jobs
 
საწყობის ოპერატორი - გამარჯვება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: სოფ. გამარჯვება (რუსთავთან ახლოს)
** სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, შაბათ-კვირა დასვენება.
** სამუშაო საათები: 8:00 - 17:00 საათი;
** კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას სამგორის მეტროდან - 7:30 საათზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქტის მიღება და კონტეინერიდან დაცლა;
** მიღებული პროდუქციის შემოწმება ერთეულის დონეზე, პროგრამულად მითვლა და აღწერა;
** საწყობში პროდუქტის განთავსება კოდების მიხედვით;
** პროდუქტის დაშლა-შეფუთვა, გადასატანად მომზადება და სატვირთო მანქანაში
განთავსება;
** პროდუქციის გადატანა, ტრანსპორტირება;
** პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** საწყობის უფროსის მითითებით აღწერებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი, ორგანიზებული;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი გამოაგზავნეთ (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@icr.ge 25 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: "საწყობის-ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ორი წლის ვადით.

"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.

"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისსა და ბათუმში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია