Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643213&print=yes&view=jobs
 
საცხოვრებელი უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ძვირადღირებული უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "Sakura Properties", რომელსაც მხოლოდ მაღალი კლასის უძრავი ქონება აქვს და მუშაობს ამერიკული მოდელით, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ აგენტს.

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:

** მინ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** მინ 6 თვიანი გამოცდილება უძრავ ქონებაში
** კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა თქვენთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად ესაუბრებით და ხვდებით მაღალი კლასის უძრავი ქონების მესაკუთრეებს)
** ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ განვითარება რათა კლიენტს მისთვის იდეალური ფართი შესთავაზოთ
** გამდიდრების რეალური სურვილი - უძრავი ქონების ბიზნესი ძალიან დიდი რესურსია ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური სასაუბრო დონეზე

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:

** არ ვმუშაობთ myhome-ის განცხადებების რეკვა-ატვირთვის პრინციპით (ყველაზე მთავარი, ვმუშაობთ ამერიკული მოდელით)
** ინტენსიური ტრენინგები გაყიდვებისა და Luxury უძრავი ქონების მიმართულებით
** სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** კლიენტების და უძრავი ქონების ერთეულების დიდ მზა ბაზაზე წვდომა
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ანაზღაურება (გამომუშავებით): 2000-დან 15000 ლარამდე თვეში (40%-50%-60% თითოეული შეთანხმებიდან)
** ტრანსპორტი: ულიმიტო აბონემენტი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18.00, ან 11:00-19:00 (თქვენ ირჩევთ)

ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ.

შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ინსტაგრამს ლინკზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ამ ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/VUHjwdgijVgD2yfV9
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია