Робота для біженців з України
ბიზნეს უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
პრემიუმ უძრავი ქონების გაყიდვის კომპანია "Sakura Properties", რომელსაც წამყვანი ბიზნეს კლიენტები ჰყავს, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კომერციული უძრავი ქონების აგენტს.

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:

** მინ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად ესაუბრებით და ხვდებით ბიზნესის მფლობელებს და უძრავი ქონების მესაკუთრეებს)
** ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ სხვადასხვა მიმართულების ბიზნესის მუშაობის პრინციპი რათა კლიენტს მისთვის იდეალური ფართი შესთავაზოთ
** გამდიდრების რეალური სურვილი - უძრავი ქონების ბიზნესი ძალიან დიდი რესურსია ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
** ბიზნესებთან ურთიერთობის გამოცდილება - B2B მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა ბიზნესის ფუნქციონირებით და სურს დაეხმაროს ბიზნესებს საუკეთესო ლოკაციების პოვნაში
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** უცხო ენების ცოდნა - სასაუბრო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნაც (თუმცა რუსული არ არის აუცილებელი)

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:

** არ ვმუშაობთ myhome-ის განცხადებების რეკვა-ატვირთვის პრინციპით (ყველაზე მთავარი, ვმუშაობთ ამერიკული მოდელით)
** ინტენსიური ტრენინგები გაყიდვებისა და Luxury უძრავი ქონების მიმართულებით
** სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** კლიენტების და უძრავი ქონების ერთეულების დიდ მზა ბაზაზე წვდომა
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ანაზღაურება (გამომუშავებით): 2000-დან 15000 ლარამდე თვეში (40%-50%-60% თითოეული შეთანხმებიდან)
** ტრანსპორტი: ულიმიტო აბონემენტი
** დაზღვევა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18.00, ან 11:00-19:00 (თქვენ ირჩევთ)

ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ.

შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ინსტაგრამს ლინკზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/nUFa5AtCY7REKeM4A
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე