Робота для біженців з України
ოპერაციების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჰელიოს ენერჯი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
მზის ენერგიის კომპანია "ჰელიოს ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც იზრუნებს მზის სადგურების გამართულ მუშაობაზე, მონიტორინგზე, კლიენტებთან კომუნიკაციასა და რეპორტინგზე.

ეს პოზიცია იდეალურია ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს როგორც ციფრებთან, ასევე ადამიანებთან მუშაობა. წარმატებული კანდიდატი გახდება ძირითადი რგოლი ახალი დეპარტამენტის ჩამოყალიბებაში.

პასუხისმგებლობები:

** მზის სადგურების გამომუშავების მონიტორინგი სპეციალური პლატფორმების საშუალებით;
** მონაცემების დამუშავება, ანალიზი და სტატისტიკის წარმოება;
** კლიენტისთვის თვიური რეპორტების, მოკლე ანალიზების და ანგარიშების მომზადება და მიწოდება;
** ანომალიების/შეფერხებების იდენტიფიცირება და ტექნიკურ ჯგუფთან კოორდინაცია რეაგირებისთვის;
** ტექნიკური შეტყობინებების, ინვოისების და სხვა დოკუმენტაციის მართვა;
** გამომუშავებული ელექტროენერგიის დისტრიბუციის პროცესის მხარდაჭერა;
** კლიენტთან კომუნიკაცია ელ.ფოსტით და სატელეფონო/ონლაინ რეჟიმში.

მოთხოვნები:

** მონაცემებთან მუშაობის უნარი: Excel / Google Sheets - აუცილებელი, Power BI - სასურველი;
** ეფექტური კომუნიკაცია ქართულ ენაზე (წერითი და ვერბალური);
** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პროცესების თვითორგანიზება;
** სასურველია ენერგეტიკის შესახებ ზოგადი ცოდნა.

პირობები:

** დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარ განაკვეთზე (შეთანხმებით)
** სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული ან ოფისიდან
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და ჩართულობის მოცულობის მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: guga@helios.ge.

დანიშნულებაში მიუთითეთ "ოპერაციების კოორდინატორი".

ბოლო ვადა 30 ივნისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე