Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება;
** დაგეგმილი/განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი;
** ბრენდის შესაფუთი და სხვა ბეჭდური მასალების კონცეფციის შემუშავება და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** ბრენდის Digital არხების მართვა და მონიტორინგი;
** მარკეტინგული პროექტების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და ინფორმაციის მიწოდება ფინანსურ დეპარტამენტთან;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად, გაყიდვების სტიმულირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა:
** სასურველია რუსული ენის ცოდნა:
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადი გამოგვიგზავნე hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2025 წელი

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" .

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე