Робота для біженців з України
უმცროსი პროექტების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი პროექტების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: აკერი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"AKER Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროექტების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"AKER Tbilisi" არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათთვის საუკეთესო სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ორგანიზაციული განვითარებისა და ეფექტურობის გაძლიერებაში.

განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

პოზიციის აღწერა: პოზიცია პასუხისმგებელია რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესების გამოვლენაზე, მათთვის შესაბამისი ბიზნეს შეთავაზების დამუშავებაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და პირველადი კონსულტაციის გაწევაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Outlook, PowerPoint).

თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:

** რეგიონალური მცირე და საშუალო ბიზნესების მოძიება
** სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით
** პრეზენტაციების მომზადება კლიენტების საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე
** ექაუნთების მართვა და კომპანიის შიგნით შესაბამისი სერვისის გაწევის კოორდინირება
** რეგიონალურ ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და კომპანიის წარდგენა ადგილობრივი მეწარმეებისთვის
** ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა სტეიქჰოლდერებთან კომუნიკაციაა და მათ დაგეგმილ ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიის სახელით

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** On job ტრეინინგებს
** ახალგაზრდა და დინამიურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** რეგიონალური ბიზნესის განვიტარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას
** სამართლიან და ღირებულებებზე დაფიძნებულ ბიზნეს გარემოს

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?

თუ მზად ხართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი CV და მარკეტინგული პორტფოლიო ელფოსტაზე: HR@akertbilisi.com

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უმცროსი პროექტების ანალიტიკოსი" სათაურის ველში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 16.07.2025

AKER Tbilisi - თქვენი წარმატება ჩვენ თან ერთად!

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: akertbilisi.com

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე