Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643163&print=yes&view=jobs
 
HR ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: აკერი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"AKER Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.

"AKER Tbilisi" არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათთვის საუკეთესო სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ორგანიზაციული განვითარებისა და ეფექტურობის გაძლიერებაში.

ანგარიშვალდებულია: დირექტორთან
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 მდე
სახელფასო ანაზღაურება: 1000 ლარი

პოზიციის აღწერა: პოზიციის მიზანია გაუწიოს ტექნიკური დახმარება კომპანიაში არსებულ HR პროცესებს.

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის HR პროცესებში ჩართულობა და მენეჯმენტის მხარდაჭერა
** HR ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება
** Recruiting პროექტების სრული ციკლის მხარდაჭერა
** შერჩევის პროცესების ორგანიზება და მართვა
** HR პროცესებთან დაკავშირებული სამაგიდო კვლევების განხორციელება
** ტრეინინგების ორგანიზება
** HR დოკუმენტაციის მართვა
** კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** პროექტიდან გამომდინარე განსხვავებული ტიპის HR დოკუმენტაციაზე მუშაობა
** კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა
** HR პროცესებისა და პროდუქტების შექმნაში მონაწილეობის მიღება

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** On job ტრეინინგებს
** ახალგაზრდა და დინამიურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** რეგიონალური ბიზნესის განვიტარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას
** სამართლიან და ღირებულებებზე დაფიძნებულ ბიზნეს გარემოს

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?

თუ მზად ხართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი CV და მარკეტინგული პორტფოლიო ელფოსტაზე: HR@akertbilisi.com

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "HR ასისტენტი" სათაურის ველში.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 16.07.2025

"AKER Tbilisi" - თქვენი წარმატება ჩვენთან ერთად!

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: akertbilisi.com

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია