დასახელება:
ინკასატორი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ინკასატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობებიანი საინკასაციო ჩანთების უსაფრთხო გადაზიდვა და დაცვის უზრუნველყოფა;
** ჩანთების მიღება-გაცემის პროცესის ზედმიწევნით დაცვა;
** ინკასაციის ჯგუფის გადაადგილება დადგენილი მარშრუტით;
** მინდობილი იარაღისა და აღჭურვილობის წესების შესაბამისად გამოყენება, გაფრთხილება;
** საინკასაციო სპეცმანქანის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საინკასაციო მანქანას მართვა ინკასაციის ოფიცრის მიერ მითითებული რეჟიმის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში ინკასაციის ოფიცრის ან ნებისმიერი ინკასატორის მოვალეობის შესრულება;
** ორგანიზაციაში არსებული შესაბამის ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების დაცვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სასურველია კერძო, ან საჯარო სექტორში ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება (სასურველია);
** საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლუატაციის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|