Робота для біженців з України
ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ედვერთაიზერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ედვერთაიზერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა სხვადასხვა ციფრულ არხებში (Facebook, Instagram, Google Ads)
** რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად, ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** რეკლამების ოპტიმიზაცია და A/B ტესტირება ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
** მონაცემების მუდმივი ანალიტიკა და მონიტორინგი (Google Analytics, Facebook Business Manager, Google Ads)
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად;
** შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ციფრული რეკლამის პლატფორმების ცოდნა (Facebook Ads/Business Manager, Google Ads, Google Analytics);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: არქის სათავო ოფისი.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე