Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

"გასტრონომ ჯგუფი" წარმოდგენილია "Gastronome" ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა
** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება
** გაყიდული პროდუქციის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

ფილიალის ადგილმდებარეობა:

** ვაჟა-ფშაველას გამზ. საბურთალო
** ბელიაშვილის ქუჩა, დიღომი

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე