Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: კავკასუს როუდ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
სამშენებლო კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტ"-ი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას გზების, ხიდებისა და სხვა რთული კონსტრუქციების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი, ევროპული ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოტე აფხაზის ქ. N44 (ბიზნეს ცენტრი, მეიდან პალასი).
ანაზღაურება: 3 (სამი) თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1000 (ათასი) ლარი, ხოლო შემდგომ 1500-2000 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური მიმართულებით);
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა).

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;
** ენერგიული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ 2025 წლის 18 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: hr@crp.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე