Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643151&print=yes&view=jobs
 
სერვის მენეჯერი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა "ცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1-2 წელი
** კომუნიკაციის მაღალი უნარი და ლიდერული თვისებები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა
** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (სასურველია)

ფუნქციები და მოვალეობები:

** რესტორნის სერვისის ყოველდღიური პროცესების მართვა
** პერსონალის ორგანიზება, მართვა და მოტივაცია
** სერვის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი
** სტუმრების მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** უკუკავშირის შეგროვება და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება
** გადაუდებელ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია