Робота для біженців з України
ბარის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის თანამშრომელი
მომწოდებელი: Book Cafe
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კაფეთა ქსელი "Book Cafe" "ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა 2014 წლიდან.

კაფეს ინტერიერი მყუდრო, აკადემიური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაც ქმნის კომფორტულ და გემოვნებიან სივრცეს მომხმარებლისთვის.

"Book Café" აცხადებს ვაკანსიას ბარის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ყავის, ფრეშების, სენდვიჩების და დანარჩენი ბარის პროდუქტების მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტების შენახვისა და ვადების კონტროლი;
** ინვენტარის მოვლა და გაფრთხილება შესაბამისი სტანდარტის ნორმების დაცვით.

მოთხოვნები: სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზირი 82, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში;
** დასვენების დღე: კვირა;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელ-ფოსტაზე: hr@piatto.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბარის თანამშრომელი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე