დასახელება:
კატეგორიის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნოვა
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი 261.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** სამუშაო პროცესის წარმართვა და მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქციის დროული მიღება, და კლიენტთა სრული მომსახურება;
** ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომელიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
** ბაზრის კვლევა სხვადასხვა მიმართულებით: ასორტიმენტი, ფასი და ა.შ. და ბაზარზე არსებული კონკურენტი პროდუქტების შესწავლა;
** ბაზარზე არსებულ მოსალოდნელი ცვლილებებზე, ინოვაციებზე, მიმდინარე ტენდენციებზე და მოთხოვნად პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება-დამუშავება; საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ახალ პროდუქტებზე, ფასდათმობებზე და ა.შ.;
** გაყიდვების ქსელში პროდუქტების დროული განაწილების მონიტორინგი (მათ შორის კომპანიის შიგნით);
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება.
სხვა მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
ანაზღაურება - შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 18 ივლისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კატეგორიის სპეციალისტი ბათუმში".
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: https://nova.ge/
|
|
|
|