Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643130&print=yes&view=jobs
 
სალათის საწარმოს ღამის ცვლის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალათის საწარმოს ღამის ცვლის ტექნიკოსი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"მაკდონალდს საქართველოს" სალათის საწარმო აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დამწყები ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე (შაბათი -კვირა დასვენება) 8 საათიანი გრაფიკი (შეთანხმებით).
** საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;
** ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე ასაღები)

დამატებით:

** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი (100 ლიტრი);
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კვების პოლიტიკით გათვალისწინებული კვების დანამატი.

სალათის საწარმოს ღამის ცვლის დამწყები ტექნიკოსი უშუალოდ ექვემდებარება საწარმოს მენეჯერს.

მნიშვნელოვანია რომ კანდიდატს ქონდეს მინიმალური გამოცდილება ელექტროობის მიმართულებით. სხვა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა მოხდება ადგილზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური სამუშაოების შემოწმების ჟურნალის/ჩეკლისტის წარმოება;
** არსებული გათბობა/ვენტილაციის/ კონდიცირების და სამაცივრე სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარების პროფილაქტიკური და საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** დანადგარების დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა და შესაბამისი დროული რეაგირება:

1. საჭიროებისამებრ საამქროსთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარის და აღჭურვილობის შეძენა;
2. დოკუმენტაციის წარმოება გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და მათი დროული შეკვეთის შესახებ;
3. მოწყობილობების ტესტირება მათი გაუმჯობესების, უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური გამოცდილება ელექტროობის მიმართულებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ტექნიკური აზროვნება;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 10 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: mqoridze@mcdonalds.ge

რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ მაკდონალდს საქართველოს მიერ, ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, მაკდონალდს საქართველოს მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 3 (სამი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: Vacancysalad@mcdonalds.ge

ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია