Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643104&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: I City
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაღაზიათა ქსელი "Icity" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - 10:30 - 20:30
** სამუშაო დღეები: - კვირაში 5 დღე
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
** კორპორაციული დაზღვევა.
** მეგობრული გუნდი, მხარდაჭერა და განვითარება.
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი.
** ლოკაცია: ჭავჭავაძის გამზირი.

თვისებები:

** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** Apple-ის პროდუქციის ცოდნა.
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გამართული მეტყველების უნარი.

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge

სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია