Робота для біженців з України
სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "ჯი-თი გრუპ" აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://gtgroup.ge

სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სტაჟირების ვადა : 6 თვე;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;
ანაზღაურება: 750 ლარი (Gross);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი;
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მოტივაცია და ინტერესი;
** სასურველია ავტო-მოტო ინდუსტრიის მიმართულებით ინტერესის არსებობა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის მარკეტინგული მიზნების განსაზღვრაში მონაწილეობა, საერთო სტრატეგიის შესაბამისად;
** ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში, შესრულებაში და ეფექტურობის შეფასებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული მასალების (ბროშურები, პრეზენტაციები, ბანერები და სხვ.) მომზადებასა და განახლებაში დახმარება, ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრასა და მონიტორინგში ჩართულობა;
** კამპანიის შესაბამისად სრულ პროცესში ჩართულობა, კომუნიკაცია როგორც შიდა გუნდთან ასევე მომსახურე კომპანიებთან;
** კონკურენტების ანალიზი, მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე დაკვირვება, ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების განხორციელების ინიცირება გუნდთან ერთად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე