Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643100&print=yes&view=jobs
 
PR-სა და მარკეტინგის მენეჯერი ბიზნესის ფაკულტეტისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR-სა და მარკეტინგის მენეჯერი ბიზნესის ფაკულტეტისთვის
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის PR-სა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

გამოცხადების თარიღი: 17 ივნისი, 2025 წელი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია და საჯარო გაშუქება"
** თანამშრომლობა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან"
** სტარტაპ ეკოსისტემასთან ინტეგრაცია, პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის PR და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება უნივერსიტეტის საერთო ბრენდირების პოლიტიკის ფარგლებში;
** ფაკულტეტის პროგრამების, პროექტების, მიღწევებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შიდა და გარე აუდიტორიებისთვის;
** სოციალური მედიის, ვებგვერდის, საინფორმაციო მასალების და მედია კამპანიების მართვა;
** ფაკულტეტის ღონისძიებების (ღია კარის დღე, გამოფენები, პრეზენტაციები, კონკურსები და სხვა) დაგეგმვა და ორგანიზება;
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წარმატებების გაშუქება და ფაკულტეტის იმიჯის გაძლიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (აუცილებელია მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან კომუნიკაციების მიმართულებით);
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office.

პიროვნული უნარები:

** ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 17 ივლისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია