Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "ჯი-თი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #126
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 - 18:00 სთ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება - მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად, კამპანიების დაგეგმვა და ეფექტურობის ანალიზი;
** სოციალურ მედიაში კამპანიების ედვერთაიზინგი დაგეგმვა/აღსრულება (Meta Ads (Facebook, Instagram, WhatsApp), Google Ads, YouTube, LinkedIn და სხვ. პლატფორმები), პროცესისა და შედეგების მონიტორინგი, წინასწარ დადგენილი მეტრიკების შესაბამისად;
** ბრენდის კომუნიკაციის წარმოებისთვის საჭირო Data-driven ციფრული კამპანიების ბიუჯეტის განსაზღვრა, მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** კონკურენტების ქცევის კვლევა და ანალიზი, ინდუსტრიის გარშემო არსებული ტრენდების კვლევა აუდიტორიების, მათი ინტერესებისა და საჭიროებების დასადგენად;
** სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა კონკრეტული კამპანიის, მიზნებისა და არხების შესაბამისად;
** CRM-ის შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება ციფრულ მარკეტინგულ არხებში;
** კამპანიების შესრულების მონიტორინგი, დაგროვილი მონაცემებისა და მიღებული შედეგების ანალიზი, მომხმარებლის ქცევის მონაცემებზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება, სარეკლამო ანგარიშების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
** ოპტიმიზაციის მიზნით მონაცემებზე დაკვირვება და ანალიტიკა (როგორც Google ასევე Meta პლატფორმებზე.) შედეგებზე დაყრდნობით გუნდისთვის რეკომენდაციების გაზიარება;
** SEO/SEM - საძიებო სისტემების შეფასება/ოპტიმიზაცია ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სარეკლამო სტრატეგიის ჩამოყალიბება ჰოლდინგში შემავალი ბრენდების მიზნებისა და მათი სამიზნე აუდიტორიების მახასიათებლების გათვალისწინებით.
** კომუნიკაცია და კოორდინაცია მარკეტინგის გუნდის, გაყიდვებისა თუ სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან;
** ციფრულ ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებზე თვალის მიდევნება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე