Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643055&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი - იმერეთი-სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე სამეგრელო-იმერეთში

სამუშაო ლოკაცია: იმერეთი-სამეგრელო

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სატელეფონო ლიმიტი;
** საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურება.

ძირითადი ფუნქციები:

** სათავო ოფისის, სავაჭრო ობიექტების და საწყობის შიდა ქსელის მონტაჟის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი, ინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქმნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია;
** საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში შიდა რადიო სისტემების ფიზიკური ქსელის ინსტალაცია;
** საინსტალაციო/დაზიანებული ტექნიკის დასერვისება ადგილზე ან ლოგისტიკა სერვის ცენტრში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ან/და არასრული უმაღლესი ტექნიკური მიმართულებით ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** Microsoft Windows 7, 8.1, ან 10;
** PC Testing tools;
** Microsoft Office;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 ივლისი, 2025 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია