Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643054&print=yes&view=jobs
 
სამოგზაურო ტურების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამოგზაურო ტურების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "გასა", რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას სამოგზაურო ტურების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტის სტრატეგიული და ოპერაციული მართვა
** გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და განვითარება
** ტურისტულ სააგენტოებთან ეფექტიანი კომუნიკაცია
** პროდუქტებისა და შეთავაზებების ზედამხედველობა
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი
** ბიუჯეტისა და შესრულების მონიტორინგი
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიებისა და პრომოციული აქტივობების შესამუშავებლად
** სეზონისთვის მზადება, მოგზაურობის სეზონური მიმართულებების დაგეგმვა
** საინფორმაციო ტურების ორგანიზება
** საჭიროების შემთხვევაში ტურისტულ სააგენტოებთან შეხვედრების ორგანიზება
** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში (მათ შორის ხელმძღვანელის პოზიციზე)
** სისტემა SAMO-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე პროგრამების ფლობა

პიროვნული უნარები:

** ლიდერული და ანალიტიკური უნარები
** პასუხისმგებლიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდისა და ურთიერთობების მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო (შესრულებული გაყიდვების შესაბამისად)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00 სთ)
სამუშაო ადგილი: გიორგი ქუჩიშვილის 11

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gasa.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია