დასახელება:
სტაჟირება-ინკლუზიური განვითარება/კვლევა/სტუდენტთა მხარდაჭერა
|
მომწოდებელი:
პროფესიული უნარების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
ა (ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს სტაჟირებას ინკლუზიური განვითარების, კვლევისა და სტუდენტთა მხარდაჭერის გუნდში.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების ტიპი: არასრული განაკვეთი
ანაზღაურება: 600 ლარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
3 თვის განმავლობაში, მათი ინტერესიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, სტაჟიორებს მოუწევთ ქვემოთ მოცემული ფუნქციების ნაწილობრივ შესრულება:
** გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** შეხვედრების ორგანიზებასა და საქმიანი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა
** ოფიციალური წერილების მომზადებაში მონაწილეობა
** პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების განვითარების პროცესში მონაწილეობა
** პროფესიული სტუდენტების კარიერული მართვის პროცესების განვითარების პროცესში მონაწილეობა
** სახელმწიფო ენის პროგრამის განვითარების პროცესში მონაწილეობა
** სოციალური ინკლუზიის მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესებში მონაწილეობა
** პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ/შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების განვითარებაში მონაწილეობა
** სააგენტოს კვლევითი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია განათლების, სოციალური მეცნიერებების, პოლიტიკის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის სურვილი;
** MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) სამუშაო დონეზე ფლობა;
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.
რას შემოგთავაზებთ ჩვენ:
** პრაქტიკული გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურაში;
** შესაძლებლობა ჩაერთოთ ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სარეკომენდაციო წერილი წარმატებული სტაჟირების შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივნისისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@geoskills.ge
გთხოვთ, შესაბამის ველში "subject" მიუთითოთ: სტაჟირება ინკლუზიური განვითარების, კვლევისა და სტუდენტთა მხარდაჭერის გუნდში.
კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:
** პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ კანდიდატებს მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|