Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643011&print=yes&view=jobs
 
საკონდიტრო წარმოების ღამის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონდიტრო წარმოების ღამის ოპერატორი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო წარმოების ღამის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: ყოველი მეორე ღამე, 21:00-06:00 სთ-მდე.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ფილიალებიდან ცენტრალური საკონდიტრო წარმოებისათვის შეკვეთების მიღება, აღრიცხვა, მათ შორის პროგრამული აღრიცხვა;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული პროდუქციისათვის ვადის, მისამართის, შეკვეთის დეტალებისა და სხვ. სტიკერების დაბეჭდვა;
** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან გასასვლელი პროდუქციის მითვლის განხორციელება;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული პროდუქციის მითვლა და წარმოების ფურცელში ინფორმაციის ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** დროის ეფექტიანი მართვა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკონდიტრო წარმოების ღამის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია