Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643010&print=yes&view=jobs
 
მძღოლი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ალფა პეტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"ალფა პეტი" - საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანია PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.alfa-pet.com/

"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მცხეთის რ-ნი, სოფ. მისაქციელი.
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1372 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

** თანამშრომლების უსაფრთხო ტრანსპორტირება.
** ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

სამუშაო დრო: არასტანდარტული სამუშაო განრიგი, თვეში 15 სამუშაო სამუშაო დღე.

სამუშაო გამოცდილება: 2-3 წლიანი მართვის გამოცდილება (D კატეგორიის მართვის მოწმობა).

საჭირო ცოდნა და უნარები:

** გზების, მარშრუტების, მოძრაობის წესების კარგი ცოდნა;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების უნარი;
** უსაფრთხო მართვის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესიერება და კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია