Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643008&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში შესყიდვების მენეჯერის თანაშემწეს თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი თუ ზეპირი ურთიერთობა
** წლიური/კვარტლური შესყიდვების გეგმის დამუშავება/განახლება კომპანიის გაყიდვების გეგმიდან და დაგეგმილი ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე
** მომწოდებლების პორტალზე შეკვეთების განთავსება და შემდგომ მისი დროული მოწოდების უზრუნველყოფა
** კომპანიის და მომწოდებლების მიერ დასახული შესყიდვების გეგმის შესრულება და უზრუნველყოფა
** შესყიდვების რეპორტის წარმოება
** რეგიონების მიხედვით შეკვეთების გადანაწილება გაყიდვების ანალიზიდან და ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე
** ყოველდღიური პროდუქციის წვდომის რეპორტის წარმოება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული (აუცილებელი) ენის ცოდნა
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება.
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
** სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება

სხვა უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** ანაზღაურება 1000-1500 ლარი გამოცდილების შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერის თანაშემწე"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია