Робота для біженців з України
აღრიცხვა-ადმინისტრაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვა-ადმინისტრაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტრანზაქციული სისტემები
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია შპს "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვა-ადმინისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში.

მოვალეობები:

** თვის ბოლოს მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, შედარება და ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან დაზუსტება.
** ბუღალტრისთვის და საოპერაციო მენეჯერისთვის რეპორტების და ჩამოწერის აქტების მომზადება.
** თვის დახურვისთვის განსაზღვრული ვადების დაცვა
** შესყიდვების დროს მონაწილეობის მიღება
** დავალიანებების კონტროლი და შეტყობინების მიწოდება
** ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა და მხარდაჭერის გაწევა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ფლობა B2 დონეზე (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** უმაღლესი განათლება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** ორგანიზებული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული
** რამდენიმე სხვადასხვა დავალებაზე ერთდროულად ფოკუსირება (Multitask)
** გუნდური და კომუნიკაბელური

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა.
** საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ნომერი
** ანაზღაურება: საგამოცდო პერიოდი 1200 ლარი საგამოცდო პერიოდის შემდეგ 1500 ლარი (საგამოცდო პერიოდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 თვე)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.grigoriani@tr-sys.eu 2025 წლის 20 ივლისამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანიის საქმიანობის შესახებ ზოგად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ვებ გვერდზე: https://tr-sys.eu.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე