დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
KiwiPost
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
საერთაშორისო ამანათების გადამზიდავი კომპანია "KIWI POST" ეძებს კრეატიულ და მოტივირებულ მარკეტინგის მენეჯერს სრული სამუშაო განაკვეთით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია, კონკურენტთა ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების შემუშავება/განხორციელება
** პროდუქტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება
** სოციალური მედია კამპანიების (Facebook, Instagram) დაგეგმვა, გაშვება, შედეგების დამუშავება, ანალიზი
** სოციალური მედიის პოსტებისთვის კონტენტის შექმნა
** მომსახურების ფორმების გაუმჯობესება
უნარ-ჩვევები:
** შემოქმედებითი აზროვნება
** ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** მულტიტასკინგი და მოკლე ვადებში შესრულების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მარკეტინგულ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)
** წარმატებული სოციალური მედიის კამპანიების მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@kiwipost.ge
ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|