Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642948&print=yes&view=jobs
 
გორის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გორის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
თანდართული ფაილი: 642948_Attachement___Growth_Hub_Business_Consultant_ToR_Gori_3913380.zip
2021 წლის 17 მაისს საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის (Georgia Relief and Recovery for Micro, Small, and Medium Enterprises Project) ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების შესაბამისად (სესხის ნომერი: 9239-GE) სააგენტო "აწარმოე საქართველოში" პასუხისმგებელია პროექტის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური დახმარების კომპონენტის განხორციელებაზე. სასესხო შეთანხმების ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტი". პროექტის მიზანია შიდა ქართლში და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.

პროექტის ფარგლებში, სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტის" მიზნების, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეების საქმიანობის დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდება;
** ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება;
** ადგილობრივი ბიზნესის სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და საჭიროებისამებრ ანგარიშის მომზადება;
** პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზების პროცესში მონაწილეობა;
** თანამშრომლობის განვითარების პროცესში მონაწილეობა როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან;
** მეწარმე სუბიექტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერისთვის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია/პრეზენტაციის უნარები;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. გორი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე HR@enterprise.gov.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 5 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია