დასახელება:
სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის სტომატოლოგიური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 საათი
ფუნქცია/მოვალეობები:
** სტომატოლოგიურ კაბინეტში, შესაბამისი სტანდარტებით, ჰიგიენის ნორმების კონტროლი;
** სხვადასხვა სტომატოლოგიური პროცედურებისათვის ინსტრუმენტების ორგანიზება და პაციენტების მომზადება;
** პაციენტზე გახარჯული მასალების აღრიცხვა;
** პრაქტიკული სესიებისთვის შესაბამისი მასალების მომზადება და პროცესის ორგანიზება;
** სიმულაციური ოთახების მოწყობასა და მოვლაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით);
** ქართული და ინგლისური (B2) ენის ცოდნა;
** სტომატოლოგიურ კლინიკაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ადაპტაციის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ (ებ)ი.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** განაცხადების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2025 წლის 30 ივნისი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge; გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|
|
|
|