Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: სასტუმრო მეფე გორგასალი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"KING GORGASALI HOTEL" ეძებს გუნდის წევრს სასტუმროს ტექნიკოსის პოზიციაზე.

სასტუმროს მოკლე აღწერილობა: 28 სასტუმრო ნომერი; რესტორანი;
სასტუმროს ადგილმდებარეობა: ძველი თბილისი, გორგასალის ქ. # 3;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: გამოცდილებიდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ინფრასტრუქტურის პერიოდული შემოწმება და გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნვა (ელექტროობა, წყალი, გათბობა/გაგრილება და სხვ.);
** ოთახებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ტექნიკური დაზიანებების აღმოფხვრა;
** ტექნიკური აღჭურვილობის რეგულარული ინსპექტირება და პროფილაქტიკური მომსახურება;
** ელექტრო მოწყობილობების და სანიტარული სისტემების ხარვეზის იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება;
** სასტუმროს სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სანტექნიკური, ელექტრო და გათბობა-გაგრილების სისტემების ფუნქციონირების ცოდნა.

სხვა უნარები:

** გუნდური
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობიანი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotel@kinggorgasali.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე