Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი ანესთეზიის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი ანესთეზიის განყოფილებაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის თანამდებობაზე ანესთეზიის განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამისი მიმართულების რეზიდენტი (სასურველია);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა;
** მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** აკურატულობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 17.07.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე