დასახელება:
ექიმი კარდიოლოგი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექიმი კარდიოლოგის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი კარდიოლოგიაში;
** გულის ულტრაბგერის სრულყოფილი ცოდნა;
** კარდიოლოგიისა და შინაგანი მედიცინის ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარდიოლოგიის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კარდიოლოგიური პაციენტების მართვა;
** მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში;
** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 17.07.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|