Робота для біженців з України
ხაზინის სამმართველოს უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინის სამმართველოს უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სამმართველოს უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** სავალდებულოა საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ხაზინის სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;

უნარები:

** FX და MM ბაზრების ანალიზის კარგად განვითარებული უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აზრის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ლიკვიდობის მართვა
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი
** სავალუტო და ფინანსური ბაზრების მონიტორინგი და ამ ბაზრებზე ოპერაციების განხორციელება
** სავალუტო კურსების მართვა, სავალუტო გაცვლითი ოპერაციების წარმოება და მასთან დაკავშირებული რისკების კონტროლი
** ბანკის დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების დაბანდება ფინანსურ ინსტრუმენტებში
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან
** რეგულაციების დაცვა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ხაზინის გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ხაზინის უფროსი მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2025 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე