დასახელება:
ბარისტა
|
მომწოდებელი:
აუგუსტი
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერიის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულების კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.
კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
კომპანია "აუგუსტ ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია - საჭიროების დადგენა
** შეკვეთის მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება
** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება
** ფილიალის გაღება/დაკეტვა
** ვადებისა და ნაშთების გაკონტროლება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და განკარგულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
სამუშაო საათები: 08:00 საათიდან 17:00 საათამდე ან/და 13:30 საათიდან 22:30 საათამდე
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 800 ლარი (net) + ბონუსები
რას გთავაზობთ ჩვენ?
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** საბონუსე სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებაზე -30% ფასდაკლებას
** Fit pass
** სამოტივაციო წახალისებებს
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 13.07.2025-მდე ელ.მისამართზე jobs@august.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფილიალის მენეჯერი)
მონაცემთა შენახვის წესები:
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|