დასახელება:
ბარ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომუნალ ჰოსფითალითი
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.
"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.
"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ბარ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბარის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მართვა სტანდარტების სრული დაცვით;
** ბარის პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და განვითარება;
** სასმელების მენიუს შედგენაში მონაწილეობა, ახალი იდეების და კონცეფციების შეთავაზება;
** ბარის მარაგების მართვა, შეკვეთების დაგეგმვა და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და სტუმრების კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი;
** ბარის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მიზნობრივი ბიუჯეტის შესრულება;
** ჰიგიენის, უსაფრთხოების და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;
** ბარის ტექნიკისა და აღჭურვილობის გამართულ მდგომარეობაზე ზრუნვა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბარ მენეჯერის ან უფროსი ბარმენის პოზიციაზე;
** სასმელების, კოქტეილების, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური პროდუქტების კარგი ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი და ლიდერობის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
პირობები:
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო ადგილი: თბილისი
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას:
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|