Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642848&print=yes&view=jobs
 
დღის ცენტრის სპეციალური განათლების პედაგოგის ასისტენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცენტრის სპეციალური განათლების პედაგოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის "არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება 0-დან 18 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, დარღვევის, სხვადასხვა სინდრომისა თუ სპექტრის, განვითარების რისკის თუ რამდენიმე ფიზიკური თუ ინტერელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს. ორგანიზაციის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების; მათი ოჯახის წევრების ფსიქო-ემოციური გაძლიერების ხელშეწყობა; სფეროში მომუშავე სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; შშმ პირთა უფლებების ადვოკატირება და ა.შ.

პოზიციის დასახელება: დღის ცენტრის სპეციალური განათლების პედაგოგის ასისტენტი (პროფესიული ზრდის პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები:

** შშმ ბავშვებთან ყოველდღიური სასწავლო პროგრამის განხორციელება, შემუშავებული პროგრამიდან გამომდინარე სამუშაო მასალის მომზადება-მოძიება; აქტივობების გაწერა მეწყვილესთან ერთად; ყოველდღიური ჩანაწერების წარმოება ბავშვის მიღწევებთან დაკავშირებით.
** ინტერდისციპლინური გუნდის წევრ (ებ)თან და სპეციალური განათლების პედაგოგთან ერთად სასწავლო პროცესის წარმართვაში დახმარება;
** პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მიერ გაცემული რეკომენდაციებით მუშაობა ბავშვებთან;
** რეაბილიტაცია-აბილიტაციის მიზნის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სოციალური ინტეგრაციის პროგრამის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; თემატური გასვლითი გაკვეთილების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; სეზონური ზეიმების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის და დღის ცენტრის შინაგანაწესის და სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა;

ცოდნა და კვალიფიკაცია:

პედაგოგიური ფაკულტეტის (ან მომიჯნავე) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის დიპლომი, სასურველი და პრიორიტეტულია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები და თვისებები:

** მაღალი მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ათვისების სწრაფი უნარი;
** კრეატიულობა;
** სწრაფი რეაქციები, სისხარტე, მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი ცნობიერების დონე ან ცნობიერების ამაღლების ძლიერი სურვილი
** შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებთან მუშაობის მზაობის კუთხით.

სამუშაო განაკვეთი: სრული
შენიშვნა: პოზიცია გულისხმობს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

e-mail: vacancybridgefsi@gmail.com

მისამართი: ქ. ქუთაისი, ავტოქარხანა ხარებავას #41
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია