დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
Hydeout
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
სასტუმრო Hydeout-ი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბაკურიანი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიურად საუზმის მომზადება განსაზღვრული მენიუს მიხედვით;
** სასტუმროს თანამშრომლებისთვის სადილის მომზადება;
** ჯგუფების მიღების შემთხვევაში სრული კვების უზრუნველყოფა (საუზმე, სადილი, ვახშამი);
** საკვების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების რაოდენობის დაგეგმვა და კალკულაციის წარმოება;
** პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების (HACCP) დაცვა;
** სამზარეულოში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ჰიგიენისა და კვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა და დაცვა;
** პასუხისმგებლიანი მიდგომა და ორგანიზებული მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო არის სეზონური. ზაფხულის სეზონი იწყება 15 ივლისს და სრულდება 15 სექტემბერს. შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია თანამშრომლობის განახლება ზამთრის სეზონზე.
** სასტუმროში ჯგუფების მიღების შემთხვევაში, როდესაც საჭირო იქნება სადილისა და ვახშმის მომზადება, მზარეულს ჩაერიცხება დამატებითი თანხა.
** სასტუმრო უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის საცხოვრებელსა და კვებას.
ფიქსირებული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით: 1500-2000 ლარი .
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hydeoutinn@gmail.com და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული".
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 598313030
განცხადების შემოტანის საბოლოო ვადა 5 ივლისი.
|
|
|
|