დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნავნე
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.) სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება;
** ყოველკვირეული და თვიური კონტენტის კალენდრის შედგენა და მისი მართვა;
** აქტიური მუშაობა კონტენტის შექმნაზე დიზაინერთან და კონტენტ კრეატორთან ერთად;
** ქსელში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის პოპულარიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია (Facebook Ads Manager და სხვა ხელსაწყოებით);
** შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სოციალური მედიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიებთან მუშაობის გამოცდილება (Meta Ads, Google Ads ჩათვლით სასურველია);
** ქართულად გამართულად წერის უნარი;
** ფოტოსა და ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის ცოდნა (Canva, CapCut ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ანალიტიკური უნარების ფლობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და თვითორგანიზების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|