Робота для біженців з України
უფროსი მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით უფროსი მცხობლის პოზიციაზე ცენტრალურ წარმოებაში

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 კვირაში 6 დღე, დასვენება კვირა
** ანაზღაურება: 2000ლ + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: აფრიკა, ჭიჭინაძის 17

ძირითადი მოვალეობები:

** ფქვილოვანი ნაწარმის ასორტიმენტის რეცეპტურისა და ცხობის ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება/დაცვის კონტროლი.
** ნაწარმის შექმნა კომპანიის მიერ დადგენილი საწარმოო სტანდარტების შესაბამისად.
** მანქანა-დანადგარების ცხობის პროცესისათვის მომზადება, მათი ტექნოლოგიური პარამეტრების რეგულირება პროცესის მიმდინარეობისას.
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და შენახვის ვადების განსაზღვრა, მიღებული მზა პროდუქციის შემოწმება აღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით.
** ნედლეულის მარაგებისა და მზა ნაწარმის აღრიცხვიანობის წარმოება და შენახვის პირობების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის და გუნდური მუშაობის უნარი;

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე