კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით ფენოვანი ცომის სპეციალისტის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 კვირაში 6 დღე, დასვენება კვირა
** ანაზღაურება: 1000 ლარი.
** სამუშაო ადგილი: აფრიკა, ჭიჭინაძის 17 (ცენტრალური საწარმო).
ძირითადი მოვალეობები:
** ფენოვანი ცომის ნაწარმის (ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილის ღვეზელი...) შიგთავსის მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში ფენოვანი ცომისთვის ფორმის მიცემა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მისაღებია სამოყვარულო დონის გამოცდილება
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge.
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|