Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642810&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე სადილერო კომპანია "Auto home"-სთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი. ბელიაშვილის ქ.
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების პროგრამულად ასახვა, დაარქივება;
** სასაქონლო და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
** თანამშრომელთა სახელფასო უწყისის მომზადება
** საბანკო გადარიცხვების განხორციელება
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** მოთხოვნის შესაბამისად, სხვა და სხვა ანალიტიკური ფორმების დამუშავება
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და კეთილსინდისიერად შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ფინაში, ორისში მუშაობის გამოცდილება.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobsautohome@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია