დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
სანტა ესპერანსა
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" უკვე 15 წელია მკითხველებს სთავაზობს წიგნების საუკეთესო არჩევანს, შესანიშნავ გარემოსა და კვალიფიციურ მომსახურებას.
შპს "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით
სამუშაოს ანაზღაურება: 700 ლარი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის შერჩევაში და მოძიებაში.
** მაღაზიაში მოქმედი ყველა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** წიგნების კითხვა და ლიტერატურული სიახლეების მუდმივად გაცნობა;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** პუნქტუალობა
პიროვნული თვისებები:
** მკითხველი;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის!
გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge და საგანში მიუთითეთ: წიგნის მაღაზია თბილისი, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.
|
|
|
|