Робота для біженців з України
დარბაზის ადმინისტრატორი - ჯიქია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: სანდრო ეულის 5.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 08:00-15:30 სთ გრაფიკი კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1200₾
ადგილმდებარეობა: ჯიქია

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება.
** ზრუნვა პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესის დაცვით განთავსებაზე
** პროდუქციის გეგმური აღწერების განთავსება
** თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი აზროვნების უნარი.
** დაკვირვების უნარი.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე