Робота для біженців з України
წინასასკოლო განათლების პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წინასასკოლო განათლების პედაგოგი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი აცხადებს კანდიდატების შერჩევას წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ძირითადი მასწავლებელი პასუხისმგებელია 5-6 წლის ასაკის ბავშვების წინასასკოლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
** თუ გიყვართ ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მათთვის შემეცნებითი და შთამაგონებელი გარემო შექმნათ, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის ტყის კამპუსში.

მთავარი პასუხისმგებლობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა;
** საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ტყის სივრცეში - სხვადასხვა ამინდის პირობებში;
** ბავშვების სოციალური, ემოციური და კოგნიტიური განვითარების მხარდაჭერა;
** მშობლებთან აქტიური და პოზიტიური კომუნიკაცია;
** ბავშვების ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
** საგაკვეთილო რესურსების (ხელსაწყოების, მასალების) შერჩევა და გამოყენება გარემოსდაცვითი და შემოქმედებითი მიდგომებით;
** პროფესიულ განვითარების პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სკოლამდელი ან დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.
** გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** ინტერესი და მოტივაცია ალტერნატიული/ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების მიმართ (ტყის სკოლა, მონტესორი, ვალდორფი ან რეჯიო ემილიას პრინციპები);
** დამოუკიდებელი კლასის მართვის უნარი;
** მაღალი ემპათია, მოთმინება და კრეატიულობა;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ძალიან კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და გუნდთან;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ბუნებაში მუშაობის მოტივაცია და მზადყოფნა - სხვადასხვა ამინდის პირობებში.

რას გთავაზობთ:

** ინოვაციური და შთამაგონებელი სამუშაო გარემო ბუნებაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები - ტრენინგები და პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე;
** მეგობრული და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი;
** მოქნილი, ბავშვზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@greenschool.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე