Робота для біженців з України
გემის მზარეული - ხობი, ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გემის მზარეული
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას გემის მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული საზღვაო განათლება;
** მეზღვაურის/მზარეულის სერთიფიკატების ფლობა;
** გემზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** გემზე სამზარეულოს მუშაობის პროცესების ორგანიზება და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
** მენიუსათვის საჭირო ინგრედიენტების განსაზღვრა და მომარაგება;
** კერძებისა და კვების პროდუქტების მომზადება ხარისხისა და სანიტარული ნორმების დაცვით;
** კვების პროდუქტების მარაგის მონიტორინგი;
** მარაგების შესავსებად საჭირო პროდუქტის განსაზღვრა და შესაბამისი სტრუქტურისათვის შეკვეთების წარდგენის ორგანიზება;
** კვების პროდუქტების შენახვის წესების დაცვა;
** სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დასუფთავება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლიანი სამუშაო დრო. საანგარიშო თვეში კალენდარულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით სამუშაო ცვლების რაოდენობა არანაკლებ 14 და არა უმეტეს 16 ცვლა;
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 17.07.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე