Робота для біженців з України
მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნოლაინი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია ტექნოლაინი აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

ტექნოლაინი ციფრული ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სერვის ცენტრია საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი ბრენდების მომსახურებას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის 26
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი, კვირაში 5 დღე (კვირის რომელიმე ორი დღე დასვენება შეთანხმებით).
ფიქსირებული 1000 ლარი ნეტ. + ყოველთვიური ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, ახალი და არსებული პროდუქციის შესახებ;
** მიღება-ჩაბარების დარეგისტრირება და გადანაწილება;
** ციფრული ტექნიკის (ძირითადად მობილური ტელეფონების) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@technoline.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტექნოლაინის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ კომპანია ტექნოლაინი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე