დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Geo Green
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
უძრავი ქონების კომპანია "Geo Green" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
აღწერილობა:
შესაძლებლობა გაქვთ შეუერთდეთ გაყიდვების გამოცდილ გუნდს, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოთ საქმე ადგილზე, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ცოდნა, გამოცდილება, განავითაროთ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს და საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას;
** კომპანიის ექსკლუზიურ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მოქნილი და მარტივი ხდება;
** სხვადასხვა შემეცნებით ტრენინგებს;
** სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფას;
** კორპორატიულ ნომერს და მასზე გააქტიურებულ ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
** წამახალისებელ შეჯიბრებებს;
** კარიერულ წინსვლას.
პირობები:
** კვირაში 5 სამუშაო დღე (თავად ადგენთ გრაფიკს);
** 1 საათიანი შესვენება;
** 2 დღე დასვენება (სურვილისამებრ);
** ლოკაცია: ოთარ ლორთქიფანიძის 38, (სითი მოლთან).
** ანაზღაურება: 1500-10000 ლარი
პრიორიტეტები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად.
ძირითადი მოვალეობები:
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება;
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება;
** სამუშაო ბაზის მართვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geogreenagency@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 593 26 18 68
პირველი შესარჩევი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
|
|
|
|