დასახელება:
იურისტი - შრომითი სამართალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა
|
მომწოდებელი:
Geosafety
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანია "Geo Safety" სთავაზობს ბიზნესებს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და იურიდიული მომსახურებების სრულ სპექტრს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომითი სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის იურისტის (კონსულტანტის) პოზიციაზე, რომელიც გაუწევს მომსახურებას ჩვენს პარტნიორ კომპანიებს.
ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: 1 800 ლარი (ხელზე) ზრდის პერსპექტივით
ფუნქცია-მოვალეობები:
შრომითი სამართალი
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს შრომის კოდექსის ყველა თავისა და მუხლის დეტალური ცოდნა.
** შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ანალიზი და დოკუმენტაციის შემუშავება.
** შრომის ინსპექციისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა და პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა.
** კლიენტებისთვის კონსულტაცია შრომით საკითხებზე და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
** პერიოდული ვიზიტების დაგეგმვა და მონიტორინგი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ცოდნა, სამართლებრივი ანალიზი და კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციების შემუშავება.
** მონაცემთა დამუშავების არსებული პროცესების საფუძვლიანი შესწავლა, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა და მისი გამოსწორებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი მონიტორინგი.
** კონკრეტული კანონისა და სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი და დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში. მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა, მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი.
** ორგანიზაციებში შეხვედრების დაგეგმვა, პერიოდული ვიზიტები.
** სწავლებებისა და ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით.
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ცოდნა.
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე მუშაობის უნარი.
** ძლიერი ანალიტიკური უნარი და დეტალებზე ორიენტაცია.
** მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** აკადემიური წერის უნარი
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: lali.pheradze@geosafety.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კომპანია "Geo Safety "-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "Geo Safety"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|